Wednesday, May 2, 2012

რატომ მიიწვიეს ტრამპთან შეხვედრაზე ქართველი მომღერლები და მოდელები



21 აპრილს ამერიკელი მილიარდერი, 66 წლის დონალდ ტრამპი (მისი ქონება ჟურნალმა "ფორბსმა" 2,9 მილიარდ დოლარად შეაფასა. უძრავ-მოძრავი ქონების გარდა, ტრამპს, აგრეთვე, ეკუთვნის სილამაზის რამდენიმე კონკურსის - "მის ამერიკა", "მის სამყარო" - ჩატარების უფლებაც) საქართველოში ჩამოვიდა და პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა ტრამპის საქართველოში ვიზიტი ბათუმში, რესტორან "ყირამალაში" აღნიშნა...

ჩვენი წყაროს ცნობით, ტრამპთან შესახვედრად თბილისიდან ბათუმში მომღერლები ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე, ბალერინა ლიკა ლაბაძე, მოდელები ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნანუკა გოგიჩაიშვილი წაიყვანეს. იმედაძე და ბადურაშვილი ბათუმში პრეზიდენტთან ერთად გაფრინდნენ, სხვებმა კი დონალდ ტრამპთან ერთად იმგზავრეს. გოგონებისთვის ამ ღონისძიებაზე მიპატიჟება მოულოდნელი იყო, მაგრამ ამერიკელ ბიზნესმენთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამთ. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები ინტერნეტშიც გავრცელდა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ გაქრა. თუმცა დონალდ ტრამპისა და ნინი ბადურაშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტო მაინც მოვიპოვეთ. როგორც ამბობენ, ტრამპის პატივსაცემად გამართულმა ნადიმმა დილამდე გასტანა.

ამ თემაზე სასაუბროდ მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილს დავუკავშირდით:

- ნანუკა, ვინ და რა მიზნით მიგიწვიათ დონალდ ტრამპთან?
- როგორც "მის უნივერსის" კონკურსანტი, მოულოდნელად მიმიწვიეს ტრამპთან შესახვედრად.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა დონალდ ტრამპმა?
- ძალიან მეგობრული და კარგი ადამიანია. საქართველოში ჩამოსვლისთანავე უკითხავს: "მის უნივერსის" კონკურსანტი, ჩემი ჟურნალის გოგო სად არისო? მითხრეს, ბევრჯერ გიკითხაო და ეს გადაჭარბებული მეგონა, მაგრამ როდესაც მივედი, მითხრა: ვერ გპოულობდი და გამიხარდა, რომ შეგხვდიო.

- ვინ იყო შენთან ერთად შეხვედრაზე?
- მე მარტო შევხვდი, რაღაც შეხვედრიდან ბრუნდებოდა და სასტუმროში შევხვდი.

- თბილისიდან რით იმგზავრეთ?
- თვითმფრინავით წავედით აქედან.

- შევიტყვეთ, რომ შენთან ერთად ტრამპის თვითმფრინავით მგზავრობდნენ ლიკა ლაბაძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი...
- ლიკა ლაბაძე ვინ არის?

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტი.
- დაურეკეთ ლიკას და მას ჰკითხეთ. რაც იყო, უკვე გითხარით.

- რამე სამახსოვრო საჩუქარი ხომ არ მოგიძღვნა ტრამპმა?
- არა, არაფერი უჩუქებია.

ნანუკა გოგიჩაიშვილთან გასაუბრების შემდეგ ნინი ბადურაშვილს დავუკავშირდით:

- ნინი, მოვიპოვეთ ფოტო, რომელზეც შენ და დონალდ ტრამპი ერთად ხართ გამოსახული...
- ახლა შეხვედრაზე ვარ და ერთ საათში დამირეკეთ.

ერთი საათის შემდეგ ნინიმ ჯერ არ უპასუხა ზარს, შემდეგ კი უცნობმა ვაჟმა გვიპასუხა, რომელიც გვიმტკიცებდა, ნინი ვარო (?!) თუმცა მოგვიანებით ტელეფონი ნინის გადასცა. აი, რა გვითხრა ნინი ბადურაშვილმა:

- დონალდ ტრამპთან ვახშამზე უნდა მემღერა და სწორედ იქ არის გადაღებული ეს ფოტოები.

- როგორც ვიცი, პრეზიდენტის თვითმფრინავით გაფრინდით ბათუმში ქრისტინე იმედაძესთან ერთად..
- ტყულია ეგ ინფორმაცია. მე მანამდე ვიყავი ბათუმში ჩასული კონცერტის გამო.

- როგორი პიროვნებაა დონალდ ტრამპი?
- ძალიან კარგი ადამიანია. მითხრა, ლამაზი ხარ და კარგად მღერიო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.

- შენ გარდა კიდევ ვინ იყო ტრამპთან ვახშამზე?
- მე ვიყავი, სოფო ნიჟარაძე და კიდევ - მოცეკვავეები.

მარიამ ჩიქოვანი


ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოში ყველა ლაპარაკობს საქართველოზე - დონალდ ტრამპი


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/52695-ratom-miitsvies-trampthan-shekhvedraze-qarthveli-momgherlebi-da-modelebi.html#ixzz1thjoeavM

Tuesday, May 1, 2012

კახა კუკავა: „21 წლის დეპუტატები ისედაც იმიჯშელახულ პარლამენტს ცირკად გადააქცევენ“



თარიღი: 2012წ, 01 მაისი, დრო: 18:54
[obieqtivi.net]

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებით, 21 წლის დეპუტატები ისედაც იმიჯშელახულ პარლამენტს ცირკად გადააქცევენ. 

როგორც კახა კუკავამ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, „ნაციონალების“ მიზანი ხელისუფლებაში სტუდენტური თვითმმართველობებიდან პოლიტიკურად სტერილური ახალგაზრდების მოყვანაა. 

„მათ სურთ ხელისუფლებაში 21 წლის გამოუცდელი კირკიტაძის გაზრდილი „შპანა“ მოვიდეს, რაც დაუშვებელია. ბოლო დროს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებები, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. სააკაშვილი ცდილობს ყაზახეთისა და ბელორუსიის მსგავსი პარლამენტის შექმნას, სადაც წელიწადში 3-ჯერ სიმბოლურად შეიკრიბებიან. პარლამენტი ჩვენთან ბუტაფორიული ნაგებობაა, სადაც ისეთი პიროვნებები სხედან, რომელთაც პოლიტიკასთან და ქვეყნის მართვასთან არანაირი შეხება არ აქვთ“, – განაცხადა კახა კუკავამ. 

კახა კუკავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გიგი უგულავას კონკურენციის ეშინია

თარიღი: 2012წ, 01 მაისი, დრო: 18:49
[obieqtivi.net]
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, სააკაშვილი და მისი გუნდი გიგი უგულავას აღარ ენდობიან, რადგან მას „ნაციონალებისგან“ განსხვავებით პოლიტიკოსის მონაცემები აქვს. 

როგორც კუკავამ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს გიგი უგულავას კონკურენციის ეშინია. 

„ეს რეჟიმი არჩევნების მოგებას ყველანაირად ეცდება, რადგან სააკაშვილის ელიტის მთავარი ამოცანაა ხალხის ძარცვით მოპოვებული 15 მილიარდის დაცვა. სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა ვანო მერაბიშვილი რუხ კარდინალად მოგვევლინოს”, – აღნიშნა კახა კუკავამ. 

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, თუკი საბურთალოს რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად თინა ხიდაშელიც იყრის კენჭს, გამოსავალს ერთად მოიფიქრებენ






თარიღი: 2012წ, 30 აპრილი, დრო: 20:41



[obieqtivi.net]

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, თუ საარჩევნო უბანზე მისი და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოში“ შემავალი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის გზები არ გადაიკვეთება, საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს რაიონში მაჟორიტარად იყრის კენჭს. 

„აუცილებელია ოპოზიციის კონსოლიდირებული მოქმედება, რათა ეს დანაშაულებრივი რეჟიმი არჩევნების გზით გავისტუმროთ. თუკი საბურთალოს რაიონში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი თინა ხიდაშელიც იყრის კენჭს, მასთან ხმების გაყოფას არ ვაპირებ, გამოსავალს ერთად მოვიფიქრებთ“, – აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ. 

მისივე განცხადებით, დაუშვებელია ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა საარჩევნო ხმები სხვადასხვა ყულაბაში აგროვონ, რადგან ეს მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. 

აშშ-ში ახალ ტერაქტებს ელოდებიან

თარიღი: 2012წ, 01 მაისი, დრო: 15:24
[ინტერპრესნიუსი]


ამერიკის შეერთებულ შტატებში "ალ ქაიდას" ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ერთ წლისთავთან დაკავშირებით, ახალ ტერაქტებს ელოდებიან. ბილ ლადენის ლიკვიდაციიდან ერთი წელი 2 მაისს სრულდება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობაში აქვთ ინფორმაცია, რომ "ალ ქაიდას" დაჯგუფებამ, შესაძლოა, სცადოს სამგზავრო თვითმფრინავებში ტერაქტების ორგანიზება, კამიკაძეების სხეულებში ჩამონტაჟებული ბომბებით.

ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

მთელი წლის განმავლობაში ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები საუბრობდნენ, რომ "ალ ქაიდას" მთავარი სპეციალისტი იბრაჰიმ ალ აზირი იემენში მუშაობდა ბომბების სპეციალური იმპლანტანტის შექმნაზე. ის არ შეიცავს მეტალს და მისი აღმოჩენა აეროპორტში დამონტაჟებულ შესამოწმებელ აპარატებში შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ასეთ ბომბზე უკვე აფეთქდა ალ აზირის ძმა აბდულა, რომელმაც 2009 წელს წარუმატებელი თავდასხმა მოაწყო საუდის არაბეთის სპეცსამსახურის უფროსზე. ბომბი თვითმკვლელის სწორ ნაწლავში იყო დამონტაჟებული და ის დროზე ადრე აფეთქდა.

Sunday, April 29, 2012

ბონდო მძინარაშვილი [VIDEO]




თარიღი: 2012წ, 30 აპრილი, 00:30 - 01:25
წამყვანი: მძინარაშვილი ბონდო
სტუმარი: „წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარე თარხან-მოურავი დავით


ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ობიექტივის ლოგოს    



Saturday, April 28, 2012

ეკა სარალიძე [VIDEO]

თარიღი: 2012წ, 27 აპრილი, 21:30 - 22:25
წამყვანი: სარალიძე ეკა
სტუმარი: „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის კოორდინატორი არევაძე თორნიკე , „სახალხო კრების“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე გველესიანი ნუგზარ

"ქართული ოცნების" ლიდერები ქარელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ



[http://www.interpressnews.ge/]19:07 28-04-2012

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები ქარელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციიდან "ქართული ოცნება" აცნობეს, კოალიციის მხარდამჭერებთან შესახვედრად შიდა ქართლში მანანა კობახიძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე, ლევან იზორია, ზურაბ აბაშიძე და ზვიად ძიძიგური იმყოფებოდნენ. წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში გამართულ შეხვედრას, დავით მაღრაძე უძღვებოდა.
"ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონის მოსახლეობას პოლიტიკურ გეგმებსა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას პოლიტიკოსებმა საერთო მიზნის მისაღწევად თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვეს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ კოალიციის ლიდერებთან შეხვედრაზე შიდა ქართლის რეგიონში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების გამო გულისტკივილი გამოხატა და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა.
კოალიციის ლიდერებთან შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას ბერა ივანიშვილის კლიპი "გპირდები" და პოლიტიკური ვიდეორგოლი უჩვენეს.

Friday, April 27, 2012

მერაბ ჭიქაშვილი (VIDEO)


თარიღი: 2012წ, 26 აპრილი, 18:30 - 19:55
წამყვანი: ჭიქაშვილი მერაბ
სტუმარი: „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი მაღრაძე გუგული

ირმა ინაშვილი (VIDEO)


თარიღი: 2012წ, 27 აპრილი, 00:30 - 01:25
წამყვანი: ინაშვილი ირმა
სტუმარი: თარხან-მოურავი დავით


                                                                         

Thursday, April 26, 2012

ოთარაშვილი ვაჟა VIDEO



თარიღი: 2012წ, 25 აპრილი, 21:30 - 22:25   (Video Record)
წამყვანი: ოთარაშვილი ვაჟა
სტუმარი: „წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარე თარხან-მოურავი დავით
– მე-17 საუკუნის პირველი მესამედი არის პერიოდი, რომელსაც ქართველმა ხალხმა  „ქართველთა ბრძოლა გადარჩენისთვის“ დაარქვა. ყველა ისტორიკოსი ამ ეპოქას ანალოგიურად მოიხსენიებს. სწორედ ამ პერიოდში დავკარგეთ ყველაზე დიდი საგანძურები, როგორებიცაა ათონის და ივერონის მონასტრები. მე-17 საუკუნის პირველი მესამედი ჩვენი ისტორიის ის 40 წელია, როდესაც ირანის შახმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ქართლის მკვიდრი ფერეიდანში გადაასახლა.  ამ პერიოდში ქართლ-კახეთმა 800 000 ადამიანი დაკარგა.
არაერთი წყაროს მიხედვით, მარტყოფის ბრძოლაში სპარსეთის მხარეს 80 ათასი, ხოლო  ქართველებიდან 30 000 მებრძოლი ომობდა. ირანული ჯარი ქართულ ჯარს მინიმუმ სამჯერ აღემატებოდა. სპარსეთის ჯარმა მარტყოფის ბრძოლაში იმხელა დანაკარგი განიცადა, რომ სპარსეთის იმპერია დიდი ხნის განმავლობაში წელში ვეღარ გასწორდა. მარტყოფის ბრძოლაში გამარჯვებით ქართველებმა ეროვნება შევინარჩუნეთ. ამ ბრძოლის მთავარი დანიშნულება სწორედ ეს იყო. სააკაძე ის ადამიანია, რომლის ბრძოლამაც საქართველო            გადაარჩინა.
– მარტყოფის ბრძოლაში ქართველებმა და გიორგი სააკაძემ უპრეცედენტო გმირობის მაგალითი აჩვენეს. გიორგი სააკაძე ამ აჯანყებას 12-13 წელი გეგმავდა, დაახლოებით 1610 წლიდან . იორამ თარხან-მოურავი ქართლში ყველაზე ძლიერი თავადი იყო და ის 600 მხედარს 6 საათში კრებდა. ეს უზარმაზარი ციფრი იყო. სააკაძე 30 000 მეომრის შეკრებას მოკლე დროში ვერანაირად მოახერხებდა. კარგი იქნება, თუ ფაქტებს უფრო პრაგმატულად შევხედავთ  და ღრმა ანალიზის საფუძველზე აღვიქვამთ. 

Wednesday, April 25, 2012

შალვა ნათელაშვილი: „ივანიშვილსა და სააკაშვილს ერთი დირექტორი ჰყავთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები'''



თარიღი: 2012წ, 25 აპრილი, დრო: 20:12 

[obieqtivi.net]

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთი ჯგუფია, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ორ ნაწილად გაიყო.

როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ხალხის და „ლეიბორისტული პარტიის“ გვერდით რომ დამდგარიყო, სააკაშვილის ხელისუფლება იპოდრომზე გამართული ფართომასშტაბიანი აქციით დამთავრდებოდა. 

„ივანიშვილსა და სააკაშვილს ერთი დირექტორი ჰყავთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკას სააკაშვილი ხელისუფლებაში, ივანიშვილი კი ოპოზიციაში სჭირდება.

2008 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დავასახელე და შანსი მივეცი თავის შეცდომები გამოესწორებინა. ძალიან კარგი, რომ ეს არ მოხერხდა. ცხონებულ პატარკაციშვილს გული სტკიოდა, „ნაციონალები“ მეწველ ძროხად აღმიქვავენო და ახლა ივანიშვილთან მიმართებაშიც იგივე ხდება. მას წველიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და შემდეგ თავიდან მოიშორებენ“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. 

მისივე განცხადებით, სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი ინტერესების გამტარებლები არიან, რადგან ორივეს უნდა ნატო-ში გაწევრიანება, ასევე, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების საზარბაზნე ხორცად გაშვებას ორივე მიესალმება. 

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ნარკოტიკების გარეშე ქმედითუუნაროა

თარიღი: 2012წ, 25 აპრილი, დრო: 20:23 
[obieqtivi.net]

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ნარკომანია.

როგორც ნათელაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, სააკაშვილი ნარკოტიკების გარეშე ქმედითუუნაროა.

„სააკაშვილს თავის დროზე შევთავაზე, რომ თმის ღერის მეშვეობით ნარკოტესტი ორივეს გაგვეკეთებინა. თუკი მანქანის ტარებისთვის ფსიქოა საჭირო, ქვეყნის მართვა გიჟსა და ნარკომანს ვანდოთ? საქართველოში სააკაშვილს ნებისმიერი ექსპერტი და ექიმი მისცემს ცნობას, რომ ნარკომანი არ არის. 

სამწუხაროდ, ოპოზიციაშიც ბევრი ნარკომანია, მაგრამ ისინი ვერაფერს გვიშავებენ, რადგან ქვეყანას არ მართავენ“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის სამარცხვინო ქცევით საქართველოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჭრის თავს. 

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ნაციონალები“ ბიძინა ივანიშვილს მალე უღალატებენ



[obieqtivi.net]

ვანო მერაბიშვილისთვის პირველი სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 
მისი თქმით, ხელისუფლებამ 7 ნოემბერს მომიტინგეები სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი აღჭურვილობით დაარბია. 

„ივანიშვილი რომ სანდო კაცი არ არის, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მისთვის „რესპუბლიკელები“ ნამდვილ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ, ხოლო „ლეიბორისტები“ ვანო მერაბიშვილის მიერ არიან მართულები. 

ივანიშვილი თავად ბრძანდება მერაბიშვილისა და სააკაშვილის „მამა-მარჩენალი“ და კიდევ ჩვენ ვართ ვანოს პარტია? „ლეიბორისტული პარტია“ საქართველოში ერთადერთი ეროვნული პარტიაა. „ნაციონალები“ ბიძინა ივანიშვილს მალე უღალატებენ. ახლა უბრალოდ იყენებენ მას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

გია გაბრიჭიძე

საინფორმაციო გამოშვება 
თარიღი: 2012წ, 25 აპრილი, 20:00 - 21:25
წამყვანი: გაბრიჭიძე გია



ნინო რატიშვილი VIDEO

 თარიღი: 2012წ, 25 აპრილი, 18:30 - 19:55
წამყვანი: რატიშვილი ნინო
სტუმარი: „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე ნათელაშვილი შალვა
– „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთი ჯგუფია, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ორ ნაწილად დაიყო. ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ხალხის და „ლეიბორისტული პარტიის“ გვერდით რომ დამდგარიყო, სააკაშვილის ხელისუფლება იპოდრომზე გამართული ფართომასშტაბიანი აქციით დამთავრდებოდა. ივანიშვილსა და სააკაშვილს ერთი დირექტორი ჰყავთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკას სააკაშვილი ხელისუფლებაში, ივანიშვილი კი ოპოზიციაში სჭირდება. სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი ინტერესების გამტარებლები არიან, ასევე, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების საზარბაზნე ხორცად გაშვებას ორივე მიესალმება.
– ივანიშვილი რომ სანდო კაცი არ არის, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მისთვის „რესპუბლიკელები“ ნამდვილ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ, ხოლო „ლეიბორისტები“ ვანო მერაბიშვილის მიერ არიან მართულები. როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ მერაბიშვილის პარტია, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა ივანიშვილმა დაუფინანსა. მისივე დაფინანსებულია ის აღჭურვილობაც, რომლითაც 7 ნოემბერს მომიტინგეები დაარბიეს.
– სააკაშვილი ნარკომანია. ის ნარკოტიკების გარეშე ქმედითუუნაროა. სააკაშვილს თავის დროზე შევთავაზე, რომ თმის ღერის მეშვეობით ნარკოტესტი ორივეს გაგვეკეთებინა. თუკი მანქანის ტარებისთვის ფსიქოა საჭირო, ქვეყნის მართვა გიჟსა და ნარკომანს ვანდოთ? საქართველოში სააკაშვილს ნებისმიერი ექსპერტი და ექიმი მისცემს ცნობას, რომ ნარკომანი არ არის. სამწუხაროდ, ოპოზიციაშიც ბევრი ნარკომანია, მაგრამ ისინი არაფერს გვიშავებენ, რადგან ქვეყანას არ მართავენ. ჩვენმა ძვირფასმა პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგვჭრა თავი.
– „ობიექტივისთვის“ მაუწყებლობის შეზღუდვა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან მათ საქართველოს სატელევიზიო სივრცე გაინაწილეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ტელეკომპანია „კავკასიაც“ და შალვა რამიშვილიც გაიყიდნენ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ „ობიექტივი“ არის ერთადერთი დემოკრატიის სავანე და არა ერთ-ერთი. 



კახა კახიშვილი (VIDEO)


თარიღი: 2012წ, 24 აპრილი, 15:30 - 16:25
წამყვანი: კახიშვილი კახა
სტუმარი: „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ბოჟაძე ლადო
 – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის დაფუძნების ყრილობაზე „ეროვნული ფორუმი“ არ მიუწვევიათ. გუბაზ სანიკიძის პოლიტიკური წონა „ქართული ოცნების“ ლიდერებს აშინებთ და მის ჩრდილქვეშ ყოფნა არ უნდათ.  პარტიის დაფუძნების ყრილობაზე გუბაზ სანიკიძისა და კახაბერ შარტავას დაუპატიჟებლობის მიზეზი „ეროვნული ფორუმის“ მაღალი რეიტინგია. „ქართულ ოცნებაში“ მყოფი გარკვეული ძალებისთვის ისინი საშიშ კონკურენტებს წარმოადგენენ. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარედ მანანა კობახიძეზე გამოცდილ და პოლიტიკური წარსულის მქონე კანდიტატურას ველოდი.
– ხელისუფლებას საარჩევნოდ უკონტროლო ხმების დიდი რესურსი აქვს. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და საარჩევნო სიების დაზუსტების გარეშე არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს. ბოლო დროს განხორციელებული საკანონმდებლო და საკონსტიტუციო ცვლილებები ცხადჰყოფს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო მზადებაშია. ხელისუფლება ბიუჯეტს თვითნებურად განკარგავს და ამომრჩეველთა მოსყიდვას სხვადასხვა გზებით ცდილობს. 
– საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, 21 წლის ახალგაზრდას პარლამენტარობის უფლებას აძლევენ. ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაკომპლექტდეს პარლამენტი 21 წლის „გენიოსებით“.  ვინ მისცემს ხმას გამოუცდელ ახალგაზრდებს? შესაძლოა, ამ საკონსტიტუციო ცვლილებით „ნაციონალები“ მათ მიერ მართული ახალგაზრდების ხელისუფლებაში მოყვანას ცდილობენ. 

რატიშვილი ნინო (VIDEO)

 თარიღი: 2012წ, 25 აპრილი, 18:30 - 19:55
წამყვანი: რატიშვილი ნინო
სტუმარი: „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე ნათელაშვილი შალვა
– „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთი ჯგუფია, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ორ ნაწილად დაიყო. ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ხალხის და „ლეიბორისტული პარტიის“ გვერდით რომ დამდგარიყო, სააკაშვილის ხელისუფლება იპოდრომზე გამართული ფართომასშტაბიანი აქციით დამთავრდებოდა. ივანიშვილსა და სააკაშვილს ერთი დირექტორი ჰყავთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკას სააკაშვილი ხელისუფლებაში, ივანიშვილი კი ოპოზიციაში სჭირდება. სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი ინტერესების გამტარებლები არიან, ასევე, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების საზარბაზნე ხორცად გაშვებას ორივე მიესალმება.
– ივანიშვილი რომ სანდო კაცი არ არის, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მისთვის „რესპუბლიკელები“ ნამდვილ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ, ხოლო „ლეიბორისტები“ ვანო მერაბიშვილის მიერ არიან მართულები. როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ მერაბიშვილის პარტია, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა ივანიშვილმა დაუფინანსა. მისივე დაფინანსებულია ის აღჭურვილობაც, რომლითაც 7 ნოემბერს მომიტინგეები დაარბიეს.
– სააკაშვილი ნარკომანია. ის ნარკოტიკების გარეშე ქმედითუუნაროა. სააკაშვილს თავის დროზე შევთავაზე, რომ თმის ღერის მეშვეობით ნარკოტესტი ორივეს გაგვეკეთებინა. თუკი მანქანის ტარებისთვის ფსიქოა საჭირო, ქვეყნის მართვა გიჟსა და ნარკომანს ვანდოთ? საქართველოში სააკაშვილს ნებისმიერი ექსპერტი და ექიმი მისცემს ცნობას, რომ ნარკომანი არ არის. სამწუხაროდ, ოპოზიციაშიც ბევრი ნარკომანია, მაგრამ ისინი არაფერს გვიშავებენ, რადგან ქვეყანას არ მართავენ. ჩვენმა ძვირფასმა პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგვჭრა თავი.
– „ობიექტივისთვის“ მაუწყებლობის შეზღუდვა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან მათ საქართველოს სატელევიზიო სივრცე გაინაწილეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ტელეკომპანია „კავკასიაც“ და შალვა რამიშვილიც გაიყიდნენ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ „ობიექტივი“ არის ერთადერთი დემოკრატიის სავანე და არა ერთ-ერთი. 



რუსუდან მუმლაძე (VIDEO)


თარიღი: 2012წ, 25 აპრილი, 17:30 - 18:25
წამყვანი: მუმლაძე რუსუდან
სტუმარი: „ქართული აკადემიის“ ხელმძღვანელი ნანეიშვილი თემურ, ცაგერის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი კოპალიანი კარლო
– აქამდე ხელისუფლების შესაცვლელად მხოლოდ  ერთი სტრატეგიით  – მიტინგებითა და აქციების მოწყობით ვმოქმედებდით.  ყოველთვის, როდესაც ხმაურიანი გამოსვლები იწყებოდა, სამოქმედო გეგმა გარკვეული არასდროს  ყოფილა, არ ვიცოდით როგორ დამთავრდებოდა ყველაფერი. „ქართული ოცნება“  შეცდომების გამეორებას აღარ აპირებს. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სექტემბრისთვის ტემპერატურა იმ  დონემდე აიწევს, რაც ხელისუფლების შესაცვლელად არის საჭირო.
– ხალხი რეგიონებში უფრო დათრგუნულია. ჩვენ  ბიძინა ივანიშვილს  ასეთი რამ შევთავაზეთ:  რეგიონებში ჩავიდეთ ხანგრძლივი დროით, გავმართოთ კონფერენციები და  ვიცხოვროთ მათთან ერთად.  აუცილებელია, რომ არჩევნებში მონაწილეობა რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა მიიღოს. თუ ხალხი გამოფხიზლდება და არჩევნებზე მივა, ხელისუფლებაც შეიცვლება.
– ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია ხელისუფლებაში მაინც მოვლენ, რადგან მათ ხალხი უყვართ. ღრმად მწამს, რომ ეს მოლოდინი არ გაგვიცრუვდება. სააკაშვილს ნუ ჰგონია, რომ რეგიონებში მას ხალხი მხარს უჭერს და მის საოცარ ტყუილებს იჯერებს. ხალხმა მახათას მთაზე მისი რეალური სახე კარგად დაინახა.