Tuesday, May 1, 2012

კახა კუკავა: „21 წლის დეპუტატები ისედაც იმიჯშელახულ პარლამენტს ცირკად გადააქცევენ“



თარიღი: 2012წ, 01 მაისი, დრო: 18:54
[obieqtivi.net]

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებით, 21 წლის დეპუტატები ისედაც იმიჯშელახულ პარლამენტს ცირკად გადააქცევენ. 

როგორც კახა კუკავამ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, „ნაციონალების“ მიზანი ხელისუფლებაში სტუდენტური თვითმმართველობებიდან პოლიტიკურად სტერილური ახალგაზრდების მოყვანაა. 

„მათ სურთ ხელისუფლებაში 21 წლის გამოუცდელი კირკიტაძის გაზრდილი „შპანა“ მოვიდეს, რაც დაუშვებელია. ბოლო დროს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებები, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. სააკაშვილი ცდილობს ყაზახეთისა და ბელორუსიის მსგავსი პარლამენტის შექმნას, სადაც წელიწადში 3-ჯერ სიმბოლურად შეიკრიბებიან. პარლამენტი ჩვენთან ბუტაფორიული ნაგებობაა, სადაც ისეთი პიროვნებები სხედან, რომელთაც პოლიტიკასთან და ქვეყნის მართვასთან არანაირი შეხება არ აქვთ“, – განაცხადა კახა კუკავამ. 

No comments:

Post a Comment