Wednesday, May 2, 2012

რატომ მიიწვიეს ტრამპთან შეხვედრაზე ქართველი მომღერლები და მოდელები



21 აპრილს ამერიკელი მილიარდერი, 66 წლის დონალდ ტრამპი (მისი ქონება ჟურნალმა "ფორბსმა" 2,9 მილიარდ დოლარად შეაფასა. უძრავ-მოძრავი ქონების გარდა, ტრამპს, აგრეთვე, ეკუთვნის სილამაზის რამდენიმე კონკურსის - "მის ამერიკა", "მის სამყარო" - ჩატარების უფლებაც) საქართველოში ჩამოვიდა და პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ბათუმში "ტრამპ თაუერის" მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. გავრცელებული ინფორმაციით, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტმა ტრამპის საქართველოში ვიზიტი ბათუმში, რესტორან "ყირამალაში" აღნიშნა...

ჩვენი წყაროს ცნობით, ტრამპთან შესახვედრად თბილისიდან ბათუმში მომღერლები ნინი ბადურაშვილი და ქრისტინე იმედაძე, ბალერინა ლიკა ლაბაძე, მოდელები ჯანეტ ქერდიყოშვილი და ნანუკა გოგიჩაიშვილი წაიყვანეს. იმედაძე და ბადურაშვილი ბათუმში პრეზიდენტთან ერთად გაფრინდნენ, სხვებმა კი დონალდ ტრამპთან ერთად იმგზავრეს. გოგონებისთვის ამ ღონისძიებაზე მიპატიჟება მოულოდნელი იყო, მაგრამ ამერიკელ ბიზნესმენთან შეხვედრაზე უარი არ უთქვამთ. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტოები ინტერნეტშიც გავრცელდა, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ გაქრა. თუმცა დონალდ ტრამპისა და ნინი ბადურაშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტო მაინც მოვიპოვეთ. როგორც ამბობენ, ტრამპის პატივსაცემად გამართულმა ნადიმმა დილამდე გასტანა.

ამ თემაზე სასაუბროდ მოდელ ნანუკა გოგიჩაიშვილს დავუკავშირდით:

- ნანუკა, ვინ და რა მიზნით მიგიწვიათ დონალდ ტრამპთან?
- როგორც "მის უნივერსის" კონკურსანტი, მოულოდნელად მიმიწვიეს ტრამპთან შესახვედრად.

- როგორი შთაბეჭდილება დატოვა დონალდ ტრამპმა?
- ძალიან მეგობრული და კარგი ადამიანია. საქართველოში ჩამოსვლისთანავე უკითხავს: "მის უნივერსის" კონკურსანტი, ჩემი ჟურნალის გოგო სად არისო? მითხრეს, ბევრჯერ გიკითხაო და ეს გადაჭარბებული მეგონა, მაგრამ როდესაც მივედი, მითხრა: ვერ გპოულობდი და გამიხარდა, რომ შეგხვდიო.

- ვინ იყო შენთან ერთად შეხვედრაზე?
- მე მარტო შევხვდი, რაღაც შეხვედრიდან ბრუნდებოდა და სასტუმროში შევხვდი.

- თბილისიდან რით იმგზავრეთ?
- თვითმფრინავით წავედით აქედან.

- შევიტყვეთ, რომ შენთან ერთად ტრამპის თვითმფრინავით მგზავრობდნენ ლიკა ლაბაძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი...
- ლიკა ლაბაძე ვინ არის?

- "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტი.
- დაურეკეთ ლიკას და მას ჰკითხეთ. რაც იყო, უკვე გითხარით.

- რამე სამახსოვრო საჩუქარი ხომ არ მოგიძღვნა ტრამპმა?
- არა, არაფერი უჩუქებია.

ნანუკა გოგიჩაიშვილთან გასაუბრების შემდეგ ნინი ბადურაშვილს დავუკავშირდით:

- ნინი, მოვიპოვეთ ფოტო, რომელზეც შენ და დონალდ ტრამპი ერთად ხართ გამოსახული...
- ახლა შეხვედრაზე ვარ და ერთ საათში დამირეკეთ.

ერთი საათის შემდეგ ნინიმ ჯერ არ უპასუხა ზარს, შემდეგ კი უცნობმა ვაჟმა გვიპასუხა, რომელიც გვიმტკიცებდა, ნინი ვარო (?!) თუმცა მოგვიანებით ტელეფონი ნინის გადასცა. აი, რა გვითხრა ნინი ბადურაშვილმა:

- დონალდ ტრამპთან ვახშამზე უნდა მემღერა და სწორედ იქ არის გადაღებული ეს ფოტოები.

- როგორც ვიცი, პრეზიდენტის თვითმფრინავით გაფრინდით ბათუმში ქრისტინე იმედაძესთან ერთად..
- ტყულია ეგ ინფორმაცია. მე მანამდე ვიყავი ბათუმში ჩასული კონცერტის გამო.

- როგორი პიროვნებაა დონალდ ტრამპი?
- ძალიან კარგი ადამიანია. მითხრა, ლამაზი ხარ და კარგად მღერიო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.

- შენ გარდა კიდევ ვინ იყო ტრამპთან ვახშამზე?
- მე ვიყავი, სოფო ნიჟარაძე და კიდევ - მოცეკვავეები.

მარიამ ჩიქოვანი


ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)

იხილეთ ვიდეო: მსოფლიოში ყველა ლაპარაკობს საქართველოზე - დონალდ ტრამპი


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/52695-ratom-miitsvies-trampthan-shekhvedraze-qarthveli-momgherlebi-da-modelebi.html#ixzz1thjoeavM

Tuesday, May 1, 2012

კახა კუკავა: „21 წლის დეპუტატები ისედაც იმიჯშელახულ პარლამენტს ცირკად გადააქცევენ“



თარიღი: 2012წ, 01 მაისი, დრო: 18:54
[obieqtivi.net]

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელებით, 21 წლის დეპუტატები ისედაც იმიჯშელახულ პარლამენტს ცირკად გადააქცევენ. 

როგორც კახა კუკავამ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, „ნაციონალების“ მიზანი ხელისუფლებაში სტუდენტური თვითმმართველობებიდან პოლიტიკურად სტერილური ახალგაზრდების მოყვანაა. 

„მათ სურთ ხელისუფლებაში 21 წლის გამოუცდელი კირკიტაძის გაზრდილი „შპანა“ მოვიდეს, რაც დაუშვებელია. ბოლო დროს მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებები, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზულია. სააკაშვილი ცდილობს ყაზახეთისა და ბელორუსიის მსგავსი პარლამენტის შექმნას, სადაც წელიწადში 3-ჯერ სიმბოლურად შეიკრიბებიან. პარლამენტი ჩვენთან ბუტაფორიული ნაგებობაა, სადაც ისეთი პიროვნებები სხედან, რომელთაც პოლიტიკასთან და ქვეყნის მართვასთან არანაირი შეხება არ აქვთ“, – განაცხადა კახა კუკავამ. 

კახა კუკავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს გიგი უგულავას კონკურენციის ეშინია

თარიღი: 2012წ, 01 მაისი, დრო: 18:49
[obieqtivi.net]
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, სააკაშვილი და მისი გუნდი გიგი უგულავას აღარ ენდობიან, რადგან მას „ნაციონალებისგან“ განსხვავებით პოლიტიკოსის მონაცემები აქვს. 

როგორც კუკავამ „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს გიგი უგულავას კონკურენციის ეშინია. 

„ეს რეჟიმი არჩევნების მოგებას ყველანაირად ეცდება, რადგან სააკაშვილის ელიტის მთავარი ამოცანაა ხალხის ძარცვით მოპოვებული 15 მილიარდის დაცვა. სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, შესაძლოა ვანო მერაბიშვილი რუხ კარდინალად მოგვევლინოს”, – აღნიშნა კახა კუკავამ. 

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, თუკი საბურთალოს რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად თინა ხიდაშელიც იყრის კენჭს, გამოსავალს ერთად მოიფიქრებენ






თარიღი: 2012წ, 30 აპრილი, დრო: 20:41



[obieqtivi.net]

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, თუ საარჩევნო უბანზე მისი და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოში“ შემავალი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის გზები არ გადაიკვეთება, საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს რაიონში მაჟორიტარად იყრის კენჭს. 

„აუცილებელია ოპოზიციის კონსოლიდირებული მოქმედება, რათა ეს დანაშაულებრივი რეჟიმი არჩევნების გზით გავისტუმროთ. თუკი საბურთალოს რაიონში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი თინა ხიდაშელიც იყრის კენჭს, მასთან ხმების გაყოფას არ ვაპირებ, გამოსავალს ერთად მოვიფიქრებთ“, – აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ. 

მისივე განცხადებით, დაუშვებელია ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა საარჩევნო ხმები სხვადასხვა ყულაბაში აგროვონ, რადგან ეს მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. 

აშშ-ში ახალ ტერაქტებს ელოდებიან

თარიღი: 2012წ, 01 მაისი, დრო: 15:24
[ინტერპრესნიუსი]


ამერიკის შეერთებულ შტატებში "ალ ქაიდას" ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ერთ წლისთავთან დაკავშირებით, ახალ ტერაქტებს ელოდებიან. ბილ ლადენის ლიკვიდაციიდან ერთი წელი 2 მაისს სრულდება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობაში აქვთ ინფორმაცია, რომ "ალ ქაიდას" დაჯგუფებამ, შესაძლოა, სცადოს სამგზავრო თვითმფრინავებში ტერაქტების ორგანიზება, კამიკაძეების სხეულებში ჩამონტაჟებული ბომბებით.

ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

მთელი წლის განმავლობაში ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები საუბრობდნენ, რომ "ალ ქაიდას" მთავარი სპეციალისტი იბრაჰიმ ალ აზირი იემენში მუშაობდა ბომბების სპეციალური იმპლანტანტის შექმნაზე. ის არ შეიცავს მეტალს და მისი აღმოჩენა აეროპორტში დამონტაჟებულ შესამოწმებელ აპარატებში შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ასეთ ბომბზე უკვე აფეთქდა ალ აზირის ძმა აბდულა, რომელმაც 2009 წელს წარუმატებელი თავდასხმა მოაწყო საუდის არაბეთის სპეცსამსახურის უფროსზე. ბომბი თვითმკვლელის სწორ ნაწლავში იყო დამონტაჟებული და ის დროზე ადრე აფეთქდა.

Sunday, April 29, 2012

ბონდო მძინარაშვილი [VIDEO]




თარიღი: 2012წ, 30 აპრილი, 00:30 - 01:25
წამყვანი: მძინარაშვილი ბონდო
სტუმარი: „წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარე თარხან-მოურავი დავით


ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ობიექტივის ლოგოს    



Saturday, April 28, 2012

ეკა სარალიძე [VIDEO]

თარიღი: 2012წ, 27 აპრილი, 21:30 - 22:25
წამყვანი: სარალიძე ეკა
სტუმარი: „დემოკრატიული მოძრაობა–ერთიანი საქართველოს“ ქვემო ქართლის ორგანიზაციის კოორდინატორი არევაძე თორნიკე , „სახალხო კრების“ რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე გველესიანი ნუგზარ