Tuesday, May 1, 2012

აშშ-ში ახალ ტერაქტებს ელოდებიან

თარიღი: 2012წ, 01 მაისი, დრო: 15:24
[ინტერპრესნიუსი]


ამერიკის შეერთებულ შტატებში "ალ ქაიდას" ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ერთ წლისთავთან დაკავშირებით, ახალ ტერაქტებს ელოდებიან. ბილ ლადენის ლიკვიდაციიდან ერთი წელი 2 მაისს სრულდება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობაში აქვთ ინფორმაცია, რომ "ალ ქაიდას" დაჯგუფებამ, შესაძლოა, სცადოს სამგზავრო თვითმფრინავებში ტერაქტების ორგანიზება, კამიკაძეების სხეულებში ჩამონტაჟებული ბომბებით.

ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის აეროპორტებში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

მთელი წლის განმავლობაში ამერიკისა და ევროპის ქვეყნების ხელისუფლებები საუბრობდნენ, რომ "ალ ქაიდას" მთავარი სპეციალისტი იბრაჰიმ ალ აზირი იემენში მუშაობდა ბომბების სპეციალური იმპლანტანტის შექმნაზე. ის არ შეიცავს მეტალს და მისი აღმოჩენა აეროპორტში დამონტაჟებულ შესამოწმებელ აპარატებში შეუძლებელია.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ ასეთ ბომბზე უკვე აფეთქდა ალ აზირის ძმა აბდულა, რომელმაც 2009 წელს წარუმატებელი თავდასხმა მოაწყო საუდის არაბეთის სპეცსამსახურის უფროსზე. ბომბი თვითმკვლელის სწორ ნაწლავში იყო დამონტაჟებული და ის დროზე ადრე აფეთქდა.

No comments:

Post a Comment