Tuesday, May 1, 2012

ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, თუკი საბურთალოს რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად თინა ხიდაშელიც იყრის კენჭს, გამოსავალს ერთად მოიფიქრებენ






თარიღი: 2012წ, 30 აპრილი, დრო: 20:41



[obieqtivi.net]

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, თუ საარჩევნო უბანზე მისი და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოში“ შემავალი რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის გზები არ გადაიკვეთება, საპარლამენტო არჩევნებში საბურთალოს რაიონში მაჟორიტარად იყრის კენჭს. 

„აუცილებელია ოპოზიციის კონსოლიდირებული მოქმედება, რათა ეს დანაშაულებრივი რეჟიმი არჩევნების გზით გავისტუმროთ. თუკი საბურთალოს რაიონში „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრი თინა ხიდაშელიც იყრის კენჭს, მასთან ხმების გაყოფას არ ვაპირებ, გამოსავალს ერთად მოვიფიქრებთ“, – აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ. 

მისივე განცხადებით, დაუშვებელია ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა საარჩევნო ხმები სხვადასხვა ყულაბაში აგროვონ, რადგან ეს მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს. 

No comments:

Post a Comment