Wednesday, April 25, 2012

რატიშვილი ნინო (VIDEO)

 თარიღი: 2012წ, 25 აპრილი, 18:30 - 19:55
წამყვანი: რატიშვილი ნინო
სტუმარი: „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე ნათელაშვილი შალვა
– „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთი ჯგუფია, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ორ ნაწილად დაიყო. ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ხალხის და „ლეიბორისტული პარტიის“ გვერდით რომ დამდგარიყო, სააკაშვილის ხელისუფლება იპოდრომზე გამართული ფართომასშტაბიანი აქციით დამთავრდებოდა. ივანიშვილსა და სააკაშვილს ერთი დირექტორი ჰყავთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკას სააკაშვილი ხელისუფლებაში, ივანიშვილი კი ოპოზიციაში სჭირდება. სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი ინტერესების გამტარებლები არიან, ასევე, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების საზარბაზნე ხორცად გაშვებას ორივე მიესალმება.
– ივანიშვილი რომ სანდო კაცი არ არის, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მისთვის „რესპუბლიკელები“ ნამდვილ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ, ხოლო „ლეიბორისტები“ ვანო მერაბიშვილის მიერ არიან მართულები. როგორ შეიძლება ჩვენ ვიყოთ მერაბიშვილის პარტია, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა ივანიშვილმა დაუფინანსა. მისივე დაფინანსებულია ის აღჭურვილობაც, რომლითაც 7 ნოემბერს მომიტინგეები დაარბიეს.
– სააკაშვილი ნარკომანია. ის ნარკოტიკების გარეშე ქმედითუუნაროა. სააკაშვილს თავის დროზე შევთავაზე, რომ თმის ღერის მეშვეობით ნარკოტესტი ორივეს გაგვეკეთებინა. თუკი მანქანის ტარებისთვის ფსიქოა საჭირო, ქვეყნის მართვა გიჟსა და ნარკომანს ვანდოთ? საქართველოში სააკაშვილს ნებისმიერი ექსპერტი და ექიმი მისცემს ცნობას, რომ ნარკომანი არ არის. სამწუხაროდ, ოპოზიციაშიც ბევრი ნარკომანია, მაგრამ ისინი არაფერს გვიშავებენ, რადგან ქვეყანას არ მართავენ. ჩვენმა ძვირფასმა პრეზიდენტმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგვჭრა თავი.
– „ობიექტივისთვის“ მაუწყებლობის შეზღუდვა მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს, რადგან მათ საქართველოს სატელევიზიო სივრცე გაინაწილეს. პირდაპირ გეტყვით, რომ ტელეკომპანია „კავკასიაც“ და შალვა რამიშვილიც გაიყიდნენ. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ „ობიექტივი“ არის ერთადერთი დემოკრატიის სავანე და არა ერთ-ერთი. 



No comments:

Post a Comment