Wednesday, April 25, 2012

შალვა ნათელაშვილი: „ივანიშვილსა და სააკაშვილს ერთი დირექტორი ჰყავთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები'''



თარიღი: 2012წ, 25 აპრილი, დრო: 20:12 

[obieqtivi.net]

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთი ჯგუფია, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით ორ ნაწილად გაიყო.

როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი თავის დროზე ხალხის და „ლეიბორისტული პარტიის“ გვერდით რომ დამდგარიყო, სააკაშვილის ხელისუფლება იპოდრომზე გამართული ფართომასშტაბიანი აქციით დამთავრდებოდა. 

„ივანიშვილსა და სააკაშვილს ერთი დირექტორი ჰყავთ, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ამერიკას სააკაშვილი ხელისუფლებაში, ივანიშვილი კი ოპოზიციაში სჭირდება.

2008 წლის იანვარში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დავასახელე და შანსი მივეცი თავის შეცდომები გამოესწორებინა. ძალიან კარგი, რომ ეს არ მოხერხდა. ცხონებულ პატარკაციშვილს გული სტკიოდა, „ნაციონალები“ მეწველ ძროხად აღმიქვავენო და ახლა ივანიშვილთან მიმართებაშიც იგივე ხდება. მას წველიან სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და შემდეგ თავიდან მოიშორებენ“, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა. 

მისივე განცხადებით, სააკაშვილი და ივანიშვილი ერთი ინტერესების გამტარებლები არიან, რადგან ორივეს უნდა ნატო-ში გაწევრიანება, ასევე, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების საზარბაზნე ხორცად გაშვებას ორივე მიესალმება. 

No comments:

Post a Comment