Wednesday, April 25, 2012

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ნაციონალები“ ბიძინა ივანიშვილს მალე უღალატებენ



[obieqtivi.net]

ვანო მერაბიშვილისთვის პირველი სათვალთვალო და მოსასმენი აპარატურა ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. 
მისი თქმით, ხელისუფლებამ 7 ნოემბერს მომიტინგეები სწორედ ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი აღჭურვილობით დაარბია. 

„ივანიშვილი რომ სანდო კაცი არ არის, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მისთვის „რესპუბლიკელები“ ნამდვილ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ, ხოლო „ლეიბორისტები“ ვანო მერაბიშვილის მიერ არიან მართულები. 

ივანიშვილი თავად ბრძანდება მერაბიშვილისა და სააკაშვილის „მამა-მარჩენალი“ და კიდევ ჩვენ ვართ ვანოს პარტია? „ლეიბორისტული პარტია“ საქართველოში ერთადერთი ეროვნული პარტიაა. „ნაციონალები“ ბიძინა ივანიშვილს მალე უღალატებენ. ახლა უბრალოდ იყენებენ მას“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

No comments:

Post a Comment