Saturday, April 28, 2012

"ქართული ოცნების" ლიდერები ქარელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ



[http://www.interpressnews.ge/]19:07 28-04-2012

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერები ქარელში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციიდან "ქართული ოცნება" აცნობეს, კოალიციის მხარდამჭერებთან შესახვედრად შიდა ქართლში მანანა კობახიძე, თინა ხიდაშელი, გუბაზ სანიკიძე, ლევან იზორია, ზურაბ აბაშიძე და ზვიად ძიძიგური იმყოფებოდნენ. წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიაში გამართულ შეხვედრას, დავით მაღრაძე უძღვებოდა.
"ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონის მოსახლეობას პოლიტიკურ გეგმებსა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას პოლიტიკოსებმა საერთო მიზნის მისაღწევად თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვეს.
ადგილობრივმა მოსახლეობამ კოალიციის ლიდერებთან შეხვედრაზე შიდა ქართლის რეგიონში არსებული მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარების გამო გულისტკივილი გამოხატა და ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულა.
კოალიციის ლიდერებთან შეხვედრაზე მისულ საზოგადოებას ბერა ივანიშვილის კლიპი "გპირდები" და პოლიტიკური ვიდეორგოლი უჩვენეს.

No comments:

Post a Comment