Thursday, April 26, 2012

ოთარაშვილი ვაჟა VIDEO



თარიღი: 2012წ, 25 აპრილი, 21:30 - 22:25   (Video Record)
წამყვანი: ოთარაშვილი ვაჟა
სტუმარი: „წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარე თარხან-მოურავი დავით
– მე-17 საუკუნის პირველი მესამედი არის პერიოდი, რომელსაც ქართველმა ხალხმა  „ქართველთა ბრძოლა გადარჩენისთვის“ დაარქვა. ყველა ისტორიკოსი ამ ეპოქას ანალოგიურად მოიხსენიებს. სწორედ ამ პერიოდში დავკარგეთ ყველაზე დიდი საგანძურები, როგორებიცაა ათონის და ივერონის მონასტრები. მე-17 საუკუნის პირველი მესამედი ჩვენი ისტორიის ის 40 წელია, როდესაც ირანის შახმა დაახლოებით ნახევარი მილიონი ქართლის მკვიდრი ფერეიდანში გადაასახლა.  ამ პერიოდში ქართლ-კახეთმა 800 000 ადამიანი დაკარგა.
არაერთი წყაროს მიხედვით, მარტყოფის ბრძოლაში სპარსეთის მხარეს 80 ათასი, ხოლო  ქართველებიდან 30 000 მებრძოლი ომობდა. ირანული ჯარი ქართულ ჯარს მინიმუმ სამჯერ აღემატებოდა. სპარსეთის ჯარმა მარტყოფის ბრძოლაში იმხელა დანაკარგი განიცადა, რომ სპარსეთის იმპერია დიდი ხნის განმავლობაში წელში ვეღარ გასწორდა. მარტყოფის ბრძოლაში გამარჯვებით ქართველებმა ეროვნება შევინარჩუნეთ. ამ ბრძოლის მთავარი დანიშნულება სწორედ ეს იყო. სააკაძე ის ადამიანია, რომლის ბრძოლამაც საქართველო            გადაარჩინა.
– მარტყოფის ბრძოლაში ქართველებმა და გიორგი სააკაძემ უპრეცედენტო გმირობის მაგალითი აჩვენეს. გიორგი სააკაძე ამ აჯანყებას 12-13 წელი გეგმავდა, დაახლოებით 1610 წლიდან . იორამ თარხან-მოურავი ქართლში ყველაზე ძლიერი თავადი იყო და ის 600 მხედარს 6 საათში კრებდა. ეს უზარმაზარი ციფრი იყო. სააკაძე 30 000 მეომრის შეკრებას მოკლე დროში ვერანაირად მოახერხებდა. კარგი იქნება, თუ ფაქტებს უფრო პრაგმატულად შევხედავთ  და ღრმა ანალიზის საფუძველზე აღვიქვამთ. 

No comments:

Post a Comment